Thursday, November 22, 2018

დღე მეცხრე

    დასრულდა ტრენინგი, რომელიც ძალზედ საინტერესოდ წარიმართა. მოვისმინთ კოლეგების მიერ წარმოდგენილი მეტად საინტერესო და ინოვაციური პრეზენტაციები.  ჩემი საქაღალდეც ავტვირთე ბლოგზე. თვითოეული მონაწილის   პორთფოლიოზე გავაკეთეთ კომენტარი, ტრენინგზე მიღებული ცოდნა და ინფორმაცია დაგვეხმარება პროფესიულ განვითარებაში დაჩემს მუშაობას  ბევრად საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის.   შევიძინეთ არაჩვეულებრივი შეფასების ბიბლიოთეკა,ასევე რესურსი ვიუვერის სახით. გავეცანით ფასილიტაციის კარგ მეთოდებს, რასაც სამომავლო პრაქტიკაში აქტიურად გამოვიყენებ. 
   დიდი მადლობა ბატონ დიმიტრი პოპოვს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

პროექტის პორთფოლიო

პროექტის პორთფოლიოს საქაღალდის ბმული

Tuesday, November 20, 2018

დღე მერვე

პროექტის მერვე დღეს ვისწავლეთ დაგეგვმა მოსწავლეთ აწარმატებისთვის.ასევე  გავეცანით ინსტრუმენტებს ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით, გავეცანით ტექნიკას  თუ როგორ შეასრულოს ფასილიტატორის როლი მასწავლებელმა სასწავლო პროექტში.

Monday, November 19, 2018

დღე მეშვიდე

    დღეს გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,გავეცანით შეფასების რუბრიკებისა და ჩეკლისტების ბიბლიოთეკას,. განვიხილეთ რამდენიმე პროექტი და მათი შეფასების სქემები და რუბრიკები, რომელიც მოვარგეთ ჩვენს მიერ არჩეულ პროექტის თემას.

     განვიხილე ჩვენი პროექტების მსვლელობის მონახაზი, მივიღე ძალიან სასარგებლო რეკომენდაციები და რჩევები.

Wednesday, November 14, 2018

დღე მეექვსე

 ტრენინგის მეექვსე დღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიმუშავეთ და შევქმენით მოსწავლის ნიმუში, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები,ვისწავლეთ პოსტერის შექმნა, განვიხილეთ შეფასების სტანდარტები. შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები და თუ როგორ უნდა მოვახდინოთ  მოსწვლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა,განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები. 

Monday, November 12, 2018

დღე მეხუთე

   დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული აღმოჩნდა.დღეს დავასრულეთ მასწავლებლის პორტფოლიო და ავტვირტეთ ბლოგზე. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება,ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის, ინტერნეტ კავშირს მსოფლიოსთან,ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენებაზე.ძალიან საინტერესო იყო სამუშაო პროცესი. ვიმუშავეთ კოლეგების ნამუშევრების უკუკავშირზე.

ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

Sunday, November 11, 2018

დღე მეოთხე

ვიმუშავეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვაზე, შეფასების სტრატეგიების გაცნობაზე და მათ გამოყენებაზე,მოვამზადეთ პრეზენტაციები ჩემი სასწავლო პროექტისათვის.

Saturday, November 10, 2018

დღე მესამე

  

   მიმდინარე ტრენინგზე გავეცანი ჩემი პროექტების დაგეგმვას, მიზნების ფორმულირებას, ასევე  გავეცანი  მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების ფორმულირებას, განახლებული ბლუმის ტაქსონომიას, რომელსაც გამოვიყენებ პროექტზე მუშაობისას. ვიმუშავეთ საგნობრივი სტანდარტებსა და შესაბამისი ინდიკატორების გამოყენებაზე, რომელსაც შევარჩევ და გამოვიყენებ ჩემი პროექტის გაწერისას.
    ვიუბერზე გავეცანით სასწავლო ტრენინგის შინაარსს რომლებიც საინტერესო და მეტად მნიშვნელოვან მასალებს მოიცავს  მოიცავს, ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაგვეხმარება როგორც ეფექტური სასწავლო პროექტის დაგეგვმაში ასევე საგაკვეთილო პროცესის უკეთ წარმართვაში.

Sunday, November 4, 2018

დღე მეორე

  




       ტრენინგის მეორე დღე საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ჯგუფის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო პროექტის თემატიკა, მიზნები, მონახაზები, ვისწავლე ახალი ბლოგის გახსნა,რომელსაც გამოვიყენებ ახალი პროექტისთვის. შემდეგ ვიმუშავეთ თუ როგორ განვათავსებდით რეფლექსიას  ბლოგზე და პრაქტიკულადაც განვახორციელე, გავეცანი პროექტის  წინასწარი დაგეგმვის პროცესებს, ჩეკლისტებს, რომელიც განვათავსე შესაბამის საქაღალდეში, ჩემს მიერ შექმნილ საქაღალდეებში google drive-ზე, ვისწავლე თუ როგორ შევქმნა ბუკლეტი (ბროშურა) პროექტისთვის.
 ტრენინგის დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

Saturday, November 3, 2018

ჩემი პროექტის იდეა

  სასწავლო პროცესზე დაკვირვებამ გამოკვეთა რომ, მოსწავლეებს უჭირთ პრობლემების იდენტიფიცირება,კრიტიკული აზროვნება,და  დაგადაჭრის გზების დასახვა.