Thursday, November 22, 2018

დღე მეცხრე

    დასრულდა ტრენინგი, რომელიც ძალზედ საინტერესოდ წარიმართა. მოვისმინთ კოლეგების მიერ წარმოდგენილი მეტად საინტერესო და ინოვაციური პრეზენტაციები.  ჩემი საქაღალდეც ავტვირთე ბლოგზე. თვითოეული მონაწილის   პორთფოლიოზე გავაკეთეთ კომენტარი, ტრენინგზე მიღებული ცოდნა და ინფორმაცია დაგვეხმარება პროფესიულ განვითარებაში დაჩემს მუშაობას  ბევრად საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის.   შევიძინეთ არაჩვეულებრივი შეფასების ბიბლიოთეკა,ასევე რესურსი ვიუვერის სახით. გავეცანით ფასილიტაციის კარგ მეთოდებს, რასაც სამომავლო პრაქტიკაში აქტიურად გამოვიყენებ. 
   დიდი მადლობა ბატონ დიმიტრი პოპოვს აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

პროექტის პორთფოლიო

პროექტის პორთფოლიოს საქაღალდის ბმული

Tuesday, November 20, 2018

დღე მერვე

პროექტის მერვე დღეს ვისწავლეთ დაგეგვმა მოსწავლეთ აწარმატებისთვის.ასევე  გავეცანით ინსტრუმენტებს ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით, გავეცანით ტექნიკას  თუ როგორ შეასრულოს ფასილიტატორის როლი მასწავლებელმა სასწავლო პროექტში.

Monday, November 19, 2018

დღე მეშვიდე

    დღეს გავეცანით მოსწავლეთა პროექტების შეფასებას, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,გავეცანით შეფასების რუბრიკებისა და ჩეკლისტების ბიბლიოთეკას,. განვიხილეთ რამდენიმე პროექტი და მათი შეფასების სქემები და რუბრიკები, რომელიც მოვარგეთ ჩვენს მიერ არჩეულ პროექტის თემას.

     განვიხილე ჩვენი პროექტების მსვლელობის მონახაზი, მივიღე ძალიან სასარგებლო რეკომენდაციები და რჩევები.

Wednesday, November 14, 2018

დღე მეექვსე

 ტრენინგის მეექვსე დღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიმუშავეთ და შევქმენით მოსწავლის ნიმუში, განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები,ვისწავლეთ პოსტერის შექმნა, განვიხილეთ შეფასების სტანდარტები. შევადგინეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმები და თუ როგორ უნდა მოვახდინოთ  მოსწვლის სავარაუდო ნაშრომისა და სასწავლო პროექტის გეგმის გადახედვა,განვიხილეთ პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები. 

Monday, November 12, 2018

დღე მეხუთე

   დღევანდელი დღე ძალიან დატვირთული აღმოჩნდა.დღეს დავასრულეთ მასწავლებლის პორტფოლიო და ავტვირტეთ ბლოგზე. 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების მიღწევა, ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება,ინტერნეტის გამოყენება კვლევისთვის, ინტერნეტ კავშირს მსოფლიოსთან,ინტერნეტ თანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენებაზე.ძალიან საინტერესო იყო სამუშაო პროცესი. ვიმუშავეთ კოლეგების ნამუშევრების უკუკავშირზე.

ჩემი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია